logo_geo
eng_logo
შოლცი კიევში შესაძლო ვიზიტზე კომენტარს არ აკეთებს
- +

13 ივნისი. 2022. 22:01

 

 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად კიევში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით კითხვაზე კომენტარი არ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel Online ავრცელებს.

 

„ვფიქრობ, მთავრობის სპიკერმა უკვე თქვა ყველაფერი, რისი თქმაც ახლა შეგვიძლია ამ თემაზე“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

 

მანამდე გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა უარი თქვა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებაზე იმის შესახებ, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი ხუთშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად, კიევში გაემგზავრება.

 

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკრაინაში ვიზიტის ფიქსირებული გეგმები არ აქვს.

 

შოლცი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ კიევში არ ყოფილა, ამის გამო, კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. მისი თქმით, არასწორია კრიტიკა, თითქოს, უკრაინისთვის დახმარების გაწევის თვალსაზრისით, გერმანია ლიდერი არაა.

 

ინფორმაცია შოლცის კიევში ვიზიტის შესახებ „ბილდმა“ გაავრცელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner