საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის - სტორტინგის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტების კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ნორვეგიის მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისთვის და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.