logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა
- +

13 ივნისი. 2022. 22:10

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის - სტორტინგის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

 

მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტების კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

 

შალვა პაპუაშვილმა  საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ნორვეგიის მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისთვის და  საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner