საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სკანდინავიურ ქვეყნებში მაღალი რანგის ვიზიტებს განაგრძობს.
დღეს შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოში, დანიელ კოლეგას, დანიის პარლამენტის სპიკერს, დედოფალს მარგრეტე მეორეს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავიც აღინიშნება.
მანამდე, შალვა პაპუაშვილი ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, ნორვეგიის სამეფოს ესტუმრა, სადაც მან რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა და ამ კონტექსტში, ყურადღება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.