logo_geo
eng_logo
„ნუ ისაუბრებთ ხალხთან დაწერილ-დავარცხნილი ტექსტებით, შეპირდით ცოტა და გააკეთეთ ბევრი!“
- +

17 აგვისტო. 2016. 01:26


ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა მის ფავორიტ დეპუტატობის კანდიდატებს მიმართავს და რამდენიმე რჩევას აძლევს.

 

 

„ჩემს დეპუტატობის კანდიდატებს მივმართავ- ჩემი კეთილი რჩევაა, როცა ხალხთან მიხვალთ შეხვედრებზე და სასაუბროთ, ნუ ისაუბრებთ დაწერილ-დავარცხნილი ტექსტებით, არ ჭირდება მოსახლეობას ვიღაცის ნაწვალებ, ჩაწიკწიკებული მესიჯების გადაცემ.

 

 ესაუბრეთ გულიდან ამოსული თქვენი სიტყვებით, შეპირდით ცოტა და გააკეთეთ ბევრი, იყავით უშუალო და ადამიანური, ნუ გამოურთავთ ტელეფონებს და ნუ წაიჭერთ კისერზე ჰალსტუხებს, თუ გულწრფელი ხართ, ამას ხალხი აუცილებლად მიხვდება და თქვენს მხარზე იქნება!

 

 ძალიან იოლია ხალხის გულამდე მისასვლელი გზა იპოვოთ და ნუ დაიზუთხავთ ნურავის დაწერილ ტექსტებს! იყავით ის ვინც ხართ და აუცილებლად გაიმარჯვებთ!"- მიმართავს ჯღარკავა დეპუტატობის კანდიდატებს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner