logo_geo
eng_logo
სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ ახალი წესი ამოქმედდება
- +

14 ივნისი. 2022. 11:23

 

 

„სამშენებლო კანონდარღვევების აღმოფხვრის მიზნით, პარლამენტმა მიიღო კანონი, თბილისის საკრებულომ კი შესაბამისი წესი დაამტკიცა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა პრობლემას წარმოადგენდა, რადგან კანონდამრღვევები ხელოვნურად აბრკოლებდნენ აღსრულების პროცესს.

 

„სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ არაერთხელ გავამკაცრეთ სანქციები, თუმცა, ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემას წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა. კანონდამრღვევები, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ დარღვეული აქვთ კანონი და მათი სასარგებლო გადაწყვეტილება არც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში იქნებოდა გამოტანილი, ხელოვნურად აბრკოლებდნენ გადაწყვეტილებების ჩაბარებას, არ იბარებდნენ სპეციალურად, რაც აფერხებდა აღსრულებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩვენი ინიციატივით, შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც წარედგინა პარლამენტს და მათი ჩართულობით, მიღებული იქნა. ასევე, საკრებულომაც დაამტკიცა შესაბამისი წესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, აღნიშნული კანონით დაჩქარდება მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი.

 

„პირველ რიგში, გადაწყვეტილება საფოსტო გზავნილით გაიგზავნება საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი ვერ ან არ ჩაიბარებს ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება განთავსდება, როგორც სამშენებლო ობიექტზე, ასევე ვებგვერდზე - www.decisions.tbilisi.gov.ge. სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებიდან და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთვიდან მეშვიდე დღეს, გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის ჩაითვლება გაცნობილად. ამდენად, ახალი წესებით და მიდგომებით დაჩქარდება მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner