logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: იყოს ბატონი ჩომახიძე რუსეთში თუ მას ასე უნდა, იცეკვონ და იმღერონ „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრებმაც თუ ასე უნდათ, მაგრამ ეგ როგორ არის თუ „ნაცია“ ყველაფერი მოსულა და თუ არა ქვეყნის მტერია და პუტინის მოკავშირე?!
- +

14 ივნისი. 2022. 12:32

 

 

„როგორ ეპითეტებით ამკობდნენ ყველასათვის საამაყო ლაშა ტალახაძეს, რამდენი ტალახი ესროლეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრსა და კაპიტანს თორნიკე შენგელიას, რომელმაც ომის დაწყებისთანავე დატოვა მოსკოვის „ცსკა“. სამაგიეროდ, ორმაგი სტანდარტის ცოცხალი ნიმუში გვაქვს რევაზ ჩომახიძის სახით, რომელიც სულ ახლახან რუსეთის ქალაქ ყაზანის წყალბურთელთა გუნდის, „სინთეზის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც მათ მხარეზე არაა ყველა მტრად, ანტი-ევროპელად, პრო-რუსად მიაჩნიათ, და ლამისაა პუტინის პირად მეგობრად წარმოაჩინოს. განსაკუთრებით თუ საქმე ეხება კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებს, როგორც წესი მნიშვნელობა არა აქვს, მათ დამსახურება ქვეყნის წინაშე. ამის ნათელი მაგალითია, როგორ ეპითეტებით ამკობდნენ ყველასათვის საამაყო ლაშა ტალახაძეს, რამდენი ტალახი ესროლეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრსა და კაპიტანს თორნიკე შენგელიას, რომელმაც ომის დაწყებისთანავე დატოვა მოსკოვის „ცსკა“. სამაგიეროდ, ორმაგი სტანდარტის ცოცხალი ნიმუში გვაქვს რევაზ ჩომახიძის სახით, რომელიც სულ ახლახან რუსეთის , ქალაქ ყაზანის წყალბურთელთა გუნდის, „სინთეზის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ჩემთვის პრობლემა ის კი არა, რომელი სპორტსმენი თუ კულტურის მუშაკი, რომელ ქვეყანაში იმუშავებს (მისი ნებაა!), არამედ ის რევაზ ჩომახიძე „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრია. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ლამისაა რუსეთის ოკუპანტად გამოცხადებაზე ექსკლუზიური უფლება აქვს მიღებული. კიდევ ერთხელ იყოს ბატონი ჩომახიძე რუსეთში თუ მას ასე უნდა, იცეკვოს და იმღეროს ნაცმოძრაობის სხვა წევრებმაც თუ ასე უნდათ, მაგრამ ეგ როგორ არის თუ ნაცია ყველაფერი მოსულა და თუ არა ქვეყნის მტერია და პუტინის მოკავშირე?!“ - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner