“ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ობიექტურობისთვის - რატომ არის უსამართლობა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ‼️
ედუარდ შევარდნაძემ რუსეთის კგბ-ს და ჯარის დახმარებით კანონიერი ხელისუფლება დაამხო, რუსი გენერალ ბალტინის მეშვეობით პრეზიდენტი მოკლა, სამეგრელო დაარბია, აფხაზეთში ომი გააჩაღა და რუსეთს მიყიდა - ამის გამო შევარდნაძისთვის არც სანქციები დაუწესებიათ, არც რუსეთთან კავშირში დაუდანაშაულებიათ და ბეიკერ-გენშერი დემოკრატიის მამასაც უწოდებდნენ ‼️
მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ყველა პრინციპი და დეკლარაცია დაარღვია - პატიმართა არაადამიანური წამება,გაუპატიურება,მკვლელობა,7 ნოემბრის და 26 მაისის სასაკლაოს მოწყობა, ტელეკომპანია იმედის დახურვა, ტოტალური თვალთვალი და უდანაშაულო ახალგაზრდების მასობრივი მკვლელობა (გვირგვლიანი, რობაქიძე და...) - მიუხედავად ამ უმძიმესი დანაშაულებებისა მიხეილ სააკაშვილისთვის სანქციები არავის დაუწესებია და ჯორჯ ბუშმა დემოკრატიის შუქურა უწოდა ‼️
თავისთავად იბადება ლოგიკური კითხვა - წინამორბედების მიერ ჩადენილი არაადამიანური და მოღალატეობრივი ქმედებების ფონზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს უტოლდება - საინტერესოა რა ჩაიდინა და რა დააშავა ბიძინა ივანიშვილმა ისეთი ,რომ მას სანქციები დაუწესონ ⁉️
სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს ხმამაღლა ითქვას - თუ სანქციები დაწესდა, მაშინ ეს იქნება უსამართლობა. აბსოლუტურად ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადი იქნება - ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მკვლელ შევარდნაძეს და მკვლელ სააკაშვილს არ ზღუდავდნენ, არც სანქციებს არ უწესებდნენ და ამ ფონზე ივანიშვილს მხოლოდ იმის გამო უწესებენ სანქციებს, რომ მთავრობის საქმეში ერევა ⁉️
მე არ ვარ აღფრთოვანებული არც ივანიშვილის მიერ დატოვებული ხელისუფლებებით, არც პარლამენტით, ცხადია რომ არც სასამართლოთი, არც საგარეო პოლიტიკით , მაგრამ მაშინ როდესაც საქართველოს დამაქცევარ შევარდნაძე-სააკაშვილზე თავის დროზე სანქციები არ დაუწესებიათ, ახლა სანქციების დაწესება იმ ფონზე, რომ ვერ ასაბუთებ რა აუცილებლობაა ეს უკიდურესი აქტი - არის არა მარტო უსამართლობა, არამედ ევროპული ღირებულებების სერიოზული დისკრედიტაციაც!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.