პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით დეგნანმა განაცხადა, რომ დეზინფორმაციაა, რომ აშშ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას.
ხოფერიას თქმით, ამ პასუხების შემდგომ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს აშშ-ს სტატუსს საკუთარ სამშობლოსთან მიმართებაში.
„ქალბატონო კელი! სიცრუესა და სიმართლეს ქართველი ხალხის ერთიანი გონი თავად გაარკვევს! თქვენ, სჯობს, პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დააფიქსიროთ საელჩოს, ანუ ამერიკის ოფიციალური პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად: 1 უნდა განთავისუფლდნენ თუ არა სააკაშვილი და გვარამია? 2. უნდა დაუწესდეს თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილს? 3. იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო კანდიდატის სტატუს? სულ ესაა... ამ პასუხების შემდგომ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს აშშ-ს სტატუსს საკუთარ სამშობლოსთან მიმართებაში“, - წერს ხოფერია ფეისბუკზე.