logo_geo
eng_logo
ომის დაწყებიდან 100 დღეში რუსეთმა ენერგორესურსების ექსპორტით $98 მლრდ მიიღო
- +

14 ივნისი. 2022. 14:17

 

 

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 100 დღეში, ენერგორესურსების ექსპორტის საშუალებით რუსეთის ფედერაციამ, დაახლოებით, 98 მილიარდი დოლარის მოცულობის შემოსავალი მიიღო.

 

ფინური კვლევითი ინსტიტუტის (CREA) ანგარიშის თანახმად, იმპორტიორებს შორის პირველ ადგილს ევროკავშირი იკავებს, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში რუსეთისგან 60 მილიარდი ევროს გაზი, ნავთობის და საწვავი შეიძინა.

 

რუსეთის შემოსავლის უდიდესი ნაწილი ნედლ ნავთობზე მოდის ($48.2 მლრდ), მეორე ადგილს ბუნებრივი აირი იკავებს ($25.1 მლრდ), მესამეზე ნავთობპროდუქტებია ($13.6 მლრდ), შემოსავლის ძირითად წყაროებს შორის მეოთხე ადგილს თხევადი გაზი იკავებს ($5.3), ხოლო მეხუთე ადგილზე ქვანახშირის ექსპორტია ($4.8).

 

რუსული ენერგორესურსების უმსხვილესი იმპორტიორები ასე ნაწილდება:

 

  1. ჩინეთი - $13.2 მლრდ;
  2. გერმანია - $12.7 მლრდ;
  3. იტალია - $8.2 მლრდ;
  4. ნიდერლანდები - $8.4 მლრდ;
  5. თურქეთი - $7.0 მლრდ;
  6. პოლონეთი - $4.6 მლრდ;
  7. საფრანგეთი - $4.5 მლრდ;
  8. ინდოეთი - $3.6 მლრდ.

 

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობისა თუ გაზის საერთო მოცულობა შემცირებულია, საერთაშორისო ბირჟაზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, მოსკოვის მიერ მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა წლის მონაცემებს. CREA-ს ანგარიშის თანახმად, ერთწლიან ჭრილში საშუალო საექსპორტო ფასები 60%-ითაა გაზრდილი, რაც, ცხადია, დადებითად აისახება რუსული ენერგოკომპანიების შემოსავლიანობაზე.

 

ომის დაწყების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ საგრძნობლად გაზარდა რუსული ენერგორესურსების იმპორტი, მათ შორისაა: ჩინეთი, ინდოეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სანქციების რიგით მეექვსე პაკეტი რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. ევროპარლამენტარების ვარაუდით, წლის ბოლომდე ზემოხსენებული სანქციების პაკეტი ევროკავშირის მიერ შესყიდული რუსული ნავთობის საერთო მოცულობას თითქმის 90%-ით შეამცირებას გამოიწვევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner