logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ევროპა არ წავა კავკასიიდან, რადგან საქართველოდან წასვლა სწორედ კავკასიაში ევროპულ ინტერესებზე უარის თქმას ნიშნავს!
- +

14 ივნისი. 2022. 15:05

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ბოლოს და ბოლოს, გამაგებინეთ ვინმემ, - მოლდოვა СНГ-დან გამოდის თუ ევროკავშირში შედის?!

 

თორემ, რა ლოგიკით უნდა მიიღონ ევროკავშირში, თუკი СНГ-შიც იქნება?!

 

მე მოლდოვის ევროკავშირის წევრობის წინააღმდეგი კი არ ვარ, - რაც უნდა იყოს, ევროპაშია და მისი კარის მეზობლები უკვე არიან ევროკავშირში!

 

ჰოდა, ნუ დამტოვებთ სიბნელეში!

 

უკრაინაზეც ვიკითხავ:

 

შარშან, თებერვალში, უკრაინის ტელევიზიით, შუსტერის გადაცემაში, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის კორუფციული ბრუნვა 38 მილიარდი იყო. იმავე წლის ივლისში, ვილნიუსში კონფერენციაზე გამოსვლისას, აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 40 მილიარდი დაასახელა!

 

ჰოდა, ევროპარლამენტარები ჩვენ რომ გვემუქრებიან, ან СНГ არ გაუგონიათ, ან ბლინკენის ნათქვამი კორუფციაზე?!

 

როგორ დავიჯერო, რომ სააკაშვილსაც აღარ უსმენენ?!

 

კი ვიცი, ევროპარლამენტში რა მუცლის გვრემაც აქვთ, მაგრამ მოუწევთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება!

 

ევროპა უკვე მესამედ არ ამოიკვეთავს ფეხს კავკასიიდან!

 

საქართველოში აქვს ზოგიერთს მეხსიერებაში ჩავარდნა, თორემ ლონდონში ძალიან კარგად ახსოვთ, ბრიტანეთის იმპერიას როგორ წაართვა რუსეთის იმპერიამ ინიციატივა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში და როგორ მოიმზადა პლაცდარმი მთელ კავკასიაში და შავ ზღვაზე გასაბატონებლად; ასევე კარგად ახსოვთ მეოცე საუკუნის 20-იანი წლებში კავკასიური პოლიტიკური ინტერესების იძულებითი დათმობა საბჭოთა წითელი იმპერიის (და საკუთარი ბიზნეს-ინტერესების, თუმცა დროებით) სასარგებლოდ!

 

ახლა, 100 წლის შემდეგ, მესამე ეტაპია!

 

ევროპა არ წავა კავკასიიდან, რადგან საქართველოდან წასვლა სწორედ კავკასიაში ევროპულ ინტერესებზე უარის თქმას ნიშნავს!

 

ბრიტანეთი შემთხვევით არ მიხსენებია, სხვათა შორის!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner