logo_geo
eng_logo
„არამთაწმინდელებს და არათბილისელებს!“- სალომე ზურაბიშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს
- +

17 აგვისტო. 2016. 02:31


მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მორიგ მიმართავს ავრცელებს:


 

„მიმართვა მესამე - არამთაწმინდელებს და არათბილისელებს!

 

ჩემო ფოთელებო ! ჩემო მეგრელებო, ქახელებო,გურულებო, იმერლებო, აჭარლებო, ქართლელებო, ხევსურებო, ფშავნო, თუშებო, აფახზებო, სვანო, რანო და ... და სრულიად საქართველოს მოქალაქეებო!

 

ჭორები გავრცელდა ვითომცდა ფოთში ვიყრიდი კენჭს ... ამ დროს არ მქონია ასეთი მოსაზრება, რამეთუ საპარლამენტო არჩევნები სხვაა და საიდანაც არ უნდა იყრიდე კენჭს, მაინც იქნები ყველასი - და მაშასადამე ფოთის- წარმომადგენელიც და თელავის, ზუგდიდის და ბათუმის... პარლამენტში იმ თუ ამ რეგიონის ბედი კი არ წყდება, მილების გაყვანის და არც სახურავების გადახურვის საკითხები, არამედ წყდება ქვეყნის საჭირბოროტო საკითხები:

 

- მიწის რეგისტრაცია

- ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმის ბოლომდე მიყვანა

- სურსათის უსაფრთხოების კანონმდებლობით დადგენა და გამყარება

- ანტიმონოპოლური სმასახურის სწორ ფორმებში აღდგენა

- ბუნებრივი რესურსების (ხე-ტყე, წყალი,ზღვა და ტა) მოვლა შენარჩუნება და განვითარების კანონების მიღება.

 

დეპუტატის მანდატი მოიცავს და ავალებს ძალიან ბევრი საკითხის შესწავლას და მოგვარებას - სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ საგარეო- რომლის გადაწყვეტა მოუტანს კეთილდღეობას არა ერთ უბანს თუ რომელიმე რეგიონს არამედ ქვეყანას.

 

ამას ჰქვია საპარლამენტო მუშაობა და დეპუტატის მოვალეობა ... იგი შეიძლება იყოს ერთი ოლქის მიერ არჩეული, მაგრამ ვალდებულია იყოს ყველასწინაშე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული...

 

ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი ამომრჩეველი ყველგან არის, მთელ საქართველოში, ამიტომ ველოდები ყველასგან მხარდაჭერას მორალური სოციალურ ქსელების მეშვეობით თუ სხვა მატერიალურ ფორმებში გამოხატულს, ვის როგორც შეუძლია, ვის როგორ ეხერხება და ვინ როგორ მოიფიქრებს! ველოდები და მადლობელი ვიქნები.

 

დამოუკიდებელი კანდიდატის ანგარიშის ნომერი:

 

GE24BG0000000730946400 (გადარიცხვის დროს გრაფაში სადაც "პირადი" ან "დანიშნულება" წერია, იქ უნდა მიუთითოთ თქვენი 11 ნიშნიანი პირადი ნომერი)"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner