„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესი იყოს დაცული, ბიზნესი თავისუფლად აკეთონ ინვესტორებმა. მსოფლიოში, საქართველო არის მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წალკის კანიონის პანორამული ხიდის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოში, ბიზნესის კეთების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პირობები არის შექმნილი - დაბალი გადასახადები, ნაკლები ბიუროკრატიაა იმისთვის, რომ მაღალი დონის ინვესტიციები განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.