logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ხელისუფლება მეტად მობილიზებული უნდა იყოს...
- +

8 მარტი. 2016. 18:21



„მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პირველი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აპირებს, ეს გამარჯვებაა", - ამის შესახებ უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში საუბრობს.


ამ განცხადებას ფონდ „ქომაგის" თავჯდომარე ია მეტრეველი გამოეხმაურა. „რეპორტიორთან" საუბრისას მეტრეველი ამბობს, რომ ნაცებს გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ და ასეთი განცხადებებით სტიმულს აძლევენ თავიანთ მცირერიცხოვან მომხრეებს.


„ნაციონალური მოძრაობა" სპეციალურად აკეთებს ასეთ განცხადებებს. თუნდაც იმ ჯაჭვით, რომელიც ხალხისთვის ოცი ლარის დარიგებით გააკეთეს,  კარგად გამოჩნდა  მათი მომხრეების რაოდენობა, ის, თუ რას აკეთებენ და საერთოდ, არჩევნებში გამარჯვების რა შანსი აქვთ. ასეთი განცხადებებით სტიმულს აძლევენ თავიანთ მცირერიცხოვან მომხრეებს. რა თქმა უნდა, მათ გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, ამას ქართველი ხალხი აღარ დაუშვებს. ვფიქრობ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, შეეცდებიან, პროცესები არიონ და ქვეყანაში შექმნან არასტაბილური მდგომარეობა.

 

ხელისუფლება მეტად მობილიზებული უნდა იყოს და ერთმანეთში კინკლაობა კი არ უნდა გააგრძელონ, არამედ დროულად გაერთიანდნენ და მიიღონ სათანადო ზომები, რათა „ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციები თავიდან აიცილონ. ნაცები ატყუებენ  ხალხსაც და თავიანთ თავსაც, რომ დაბრუნდებიან. ეს არასდროს მოხდება!" - განაცხადა მეტრეველმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner