logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: შევარდნაძის მიერ გამოზრდილ-გამოწკეპილი „ნაციონალები“ ამტკიცებენ...
- +

17 აგვისტო. 2016. 02:58


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს:



შევარდნაძის მიერ გამოზრდილ-გამოწკეპილი ნაციონალები" ამტკიცებენ, ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სია შევარდნაძის კადრებით გადატენა, ესენი ქვეყანას ვერ ააშენებენო!

 

ჯერ ერთი, საკუთარი მამა-მარჩენალის სახელის კომპრომატად გამოყენება რომ გინდა, ბინძური ხარ და მეორეც - შენივე ბიოგრაფიიდან `მოქკავშირში` მოღვაწეობის პერიოდს რომ ამოშლი, გგონია, არავის აღარაფერი ახსოვს?! `ჩემი შენ გითხარი`-მეთოდი კარგახანია მოძველდა და გამოუსადეგარი გახდა!

 

თბილისში წარმოდგენილ ოცნების" კანდიდატებს არ ვაფასებ, დრო თავად გამოაჩენს, ვინ რისი გამკეთებელია, მაგრამ `ნაცებშიც` და სხვა პარტიებშიც აშკარად ვხედავ სამარცხვინო წაგების შიშს, რაც გახლავთ სრულიად საფუძვლიანი!

 

რასაკვირველია, ქართული ოცნება" არ არის იდეალური და ვერც იქნება, მაგრამ თქვენ ხართ იმდენად სუსტები, იმდენად გადაჯიშებულ-გადაგვარებულები, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარი საერთოდ არ გაგაჩნიათ. ბოლო-ბოლო, გარდაცვლილი შევარდნაძის გარდა სხვა კომპრომატი" ვეღარ მოგიძებნიათ."- წერს ზედელაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner