ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს:
„შევარდნაძის მიერ გამოზრდილ-გამოწკეპილი „ნაციონალები" ამტკიცებენ, „ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სია შევარდნაძის კადრებით გადატენა, ესენი ქვეყანას ვერ ააშენებენო!
ჯერ ერთი, საკუთარი მამა-მარჩენალის სახელის კომპრომატად გამოყენება რომ გინდა, ბინძური ხარ და მეორეც - შენივე ბიოგრაფიიდან `მოქკავშირში` მოღვაწეობის პერიოდს რომ ამოშლი, გგონია, არავის აღარაფერი ახსოვს?! `ჩემი შენ გითხარი`-ს მეთოდი კარგახანია მოძველდა და გამოუსადეგარი გახდა!
თბილისში წარმოდგენილ „ოცნების" კანდიდატებს არ ვაფასებ, დრო თავად გამოაჩენს, ვინ რისი გამკეთებელია, მაგრამ `ნაცებშიც` და სხვა პარტიებშიც აშკარად ვხედავ სამარცხვინო წაგების შიშს, რაც გახლავთ სრულიად საფუძვლიანი!
რასაკვირველია, „ქართული ოცნება" არ არის იდეალური და ვერც იქნება, მაგრამ თქვენ ხართ იმდენად სუსტები, იმდენად გადაჯიშებულ-გადაგვარებულები, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარი საერთოდ არ გაგაჩნიათ. ბოლო-ბოლო, გარდაცვლილი შევარდნაძის გარდა სხვა „კომპრომატი" ვეღარ მოგიძებნიათ."- წერს ზედელაშვილი.