„პარალელური დათვლის შედეგები გააყალბეს, რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის ჯანჯღარის ტყუილი საფუძველი მისცეს და მერე - უი უი, შეგვეშალაო... ახლა უსინდისოდ დგანან და კერძო კომპანიას და კერძო ტელევიზიას კვლევაში დასმული კითხვის ფორმულირებაზე ედავებიან“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევის შეფასებას.
„პარალელური დათვლის შედეგები გააყალბეს, რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის ჯანჯღარის ტყუილი საფუძველი მისცეს და მერე - უი უი, შეგვეშალაო... ახლა უსინდისოდ დგანან და კერძო კომპანიას და კერძო ტელევიზიას კვლევაში დასმული კითხვის ფორმულირებაზე ედავებიან, იმიტომაც გაქვთ თქვენივე კვლევებით 1%-იანი ნდობა საზოგადოებაში. ეგრე გააგრძელეთ, თქვე ყველაზე დემოკრატიულებო“, - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.