logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია: წალკის კანიონზე ამ შესანიშნავი ინფრასტრუქტურის შექმნა ნიშნავს მეტ შესაძლებლობას რეგიონისთვის, ადგილობრივების მეტ დასაქმებასა და განვითარებას
- +

14 ივნისი. 2022. 18:52

 

 

„წალკის კანიონის ამ შესანიშნავი ინფრასტრუქტურის შექმნა ნიშნავს მეტ შესაძლებლობას რეგიონისთვის, ადგილობრივებისთვის მეტ დასაქმებასა და განვითარებას“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ წალკის კანიონის პანორამული ხიდის გახსნაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გარკვეული წვლილი შეიტანა ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ინვესტორებს, რადგან ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობას კიდევ ერთი ლამაზი ობიექტი შეემატა. წალკის კანიონი თავისი ბუნებრივი სილამაზით აქამდეც იზიდავდა დამთვალიერებლებს, თუმცა, ეს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს და დარწმუნებული ვარ ჩვენ ძალიან ბევრი უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი გვეყოლება, რაც ნიშნავს მეტ შესაძლებლობას რეგიონისთვის, ადგილობრივებისთვის მეტ დასაქმებასა და განვითარებას. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენს გარემოზე ზრუნვაა და მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ ამ მიმართულებით“,- აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner