logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: ევროკავშირმა SWIFT-იდან კიდევ სამი მსხვილი რუსული ბანკი გათიშა
- +

14 ივნისი. 2022. 19:37

სანქციების მე-6 პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა კიდევ სამი მსხვილი რუსული ბანკი - „სბერბანკი“, „რუსეთის აგრარული ბანკი“ და „მოსკოვის საკრედიტო ბანკი“ გადახდის საერთაშორისო სისტემა SWIFT-იდანგათიშა, - წერს უკრაინული მედია.

Ukrinform-ის ცნობით, სისტემიდან გათიშულ ბანკებში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად ვერ შეაფერხებს.

აპრილში ევროკავშირმა SWIFT-იდანRadkombank-ი, Novikombank-ი, VTB და Bank Otkritie-ი გათიშა.

SWIF-ი ფაქტობრივი მესენჯერია, რომელშიც მთელი მსოფლიოს ფინანსისტები ერთმანეთს საგადახდო დავალებებს, ტრანზაქციის დამადასტურებელ საბუთებსა და სხვა ფინანსურ დოკუმენტაციას უზიარებენ. ეს არის არა გადახდის სისტემა, არამედ მთავარი და ერთადერთი უნივერსალური არხი, რომელიც ფულის გადარიცხვისა და სხვა ფინანსური მანიპულაციებისთვის არის განკუთვნილი. SWIF-ი ჩვენი პლანეტის თითქმის ყველა ქვეყნის 11 ათას ფინანსურ და არაფინანსურ ორგანიზაციას მოიცავს. შესაბამისად, ყოველწლიურად SWIFT-ით 5 მილიარდზე მეტი ამ შინაარსის შეტყობინება იგზავნება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner