logo_geo
eng_logo
ზელენსკი: თუ უკრაინა საკმარისად ძლიერი არ იქნება, რუსები უფრო შორს წავლენ
- +

14 ივნისი. 2022. 19:39

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთი, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა, თავის ამბიციებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მიღმა გააფართოვებს.

„დარწმუნებული ვარ, თუ უკრაინა საკმარისად ძლიერი არ იქნება, ისინი უფრო შორს წავლენ. ჩვენ ვაჩვენეთ მათ [რუსებს] ჩვენი ძალა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალა ჩვენთან ერთად ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც გამოავლინონ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა დასავლეთის ქვეყნებს მეტი შეიარაღების მიწოდების მოთხოვნით. მან თქვა, რომ მადლიერია იმისთვის, რაც უკვე გაიგზავნა, თუმცა შეიარაღების მიწოდება უფრო სწრაფად უნდა მოხდეს, თუ უკრაინის მოკავშირეებს სურთ შეაჩერონ რუსეთის ტერიტორიული ამბიციები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner