logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი: როდესაც სამივე ქვეყნის აპლიკაცია მივიღეთ და სამივეს გავუგზავნეთ კითხვარი, ამით ჩვენ ვაღიარეთ ტრიოს სურვილი ჯერ კანდიდატობაზე და, ასევე, მომავალ წევრობაზე - ჩემთვის ტრიოს განცალკევება მიუღებელია
- +

14 ივნისი. 2022. 19:48

„როდესაც სამივე ქვეყნის აპლიკაცია მივიღეთ და სამივეს გავუგზავნეთ კითხვარი, ამით ჩვენ ვაღიარეთ ტრიოს სურვილი ჯერ კანდიდატობაზე და ასევე, მომავალ წევრობაზე. ჩემთვის მიუღებელია ტრიოს განცალკევება. თუ ამ აპლიკაციების წარდგენის საფუძველი გეოპოლოტიკური მდგომარეობა იყო, და ასეც იყო, მაშინ პასუხიც, რეფორმების შეფასებასთან ერთად, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უნდა მივიღოთ“, - აცხადებს ნაჩო სანჩეს ამორი.

ევროპარლამენტარის თქმით, მთავრობამ რეფორმები უნდა გააგრძელოს, რათა წევრ ქვეყნებს შეშფოთების მიზეზები არ ჰქონდეთ.

„თუ საქართველოზე სტატუსი დაგვიანდება, ვფიქრობ, ეს ცუდი სიგნალი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროპულ იდეას და ევროპული მისწრაფება აქვს. ეს ისედაც პოლარიზებულ გარემოს საქართველოში არ დაეხმარება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეფორმები უნდა გატარდეს, მაგრამ საქართველოს ან მოლდოვას გამოტოვება კარგ იდეად არ მიმაჩნია. ევროკომისია მუშაობს სამივე ქვეყნის მოსაზრებაზე და დოკუმენტებს უნდა დაველოდოთ. გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მიიღონ და, ლიდერების შეკრებამდე, საბოლოო ნაბიჯი არ გვეცოდინება“, - აცხადებს ნაჩოსანჩეს ამორი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner