logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ დავუმტკიცეთ ადამიანებს, რომ გახარია არის ლუზერი და დავაბრუნეთ ისინი „ქართულ ოცნებაში“
- +

14 ივნისი. 2022. 22:51

 

„ჩვენ დავუმტკიცეთ ადამიანებს, რომ გახარია არის ლუზერი და დავაბრუნეთ ისინი „ქართულ ოცნებაში“. ეს არის სწორი, მორალური საქციელი, გავათავისუფლეთ იმ უბედურებიდან, სადაც იყვნენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პოლიტიკაში, მათ შორის, გადაბირებაც, ჩვეულებრივი ამბავია. მისივე თქმით, თუ პოლიტიკაში რაიმე ამორალურია, არის სწორედ „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას კოალიცია.

„გახარიას რომ გაჰყავდა „ქართული ოცნებიდან“ წევრები, ეს გადაბირება იყო. პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია გადაბირებაც, მათ შორის - შენ ადამიანს არწმუნებ, რომ გახარია არის ლუზერი და შენთან უნდა დაბრუნდეს. ჩვენ დავუმტკიცეთ ადამიანებს, რომ გახარია არის ლუზერი და დავაბრუნეთ ისინი „ქართულ ოცნებაში“. ეს არის სწორი, მორალური საქციელი. პირიქით, გავათავისუფლეთ იმ უბედურებიდან, სადაც იყვნენ. გახარიამაც გადაიბირა. პოლიტიკაში ხალხის დარწმუნებაა მთავარი ამოცანა, მათ შორის სხვისი პარტიის წევრების. როგორც გახარია არწმუნებდა არჩევნებამდე ვიღაცებს, რომ გადასულიყვნენ მის პარტიაში, ჩვენთან ვერ ხვდებოდნენ სიაში. რეალურად, 4 მუნიციპალიტეტია, სადაც „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ შექმნეს კოალიცია. გადაბირებას რაც შეეხება, ეს არის პოლიტიკაში მიღებული მეთოდი, მიუღებელ მეთოდებს ჩვენ არ ვიყენებთ. სწორედ ამის გამოა, რომ ოთხ მუნიციპალიტეტში დღეს არის შემდგარი „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას კოალიცია. მანამდე ერთი მეორეს უწოდებდა თვალთხარიას, ის ამას - კრიმინალს. თუ რამე ამორალურია, პოლიტიკაში არის სწორედ ეს, „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას კოალიცია. კოალიციას ალაგებ, მუშაობ დეპუტატებთან ინდივიდუალურად, თვითმმართველობის დონეზე მითუმეტეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ასე, ჩვენი სიით არჩეული 5 კაცი გაიყვანა გახარიამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner