logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე 16 ივნისის აქციაზე: ყველა დეტალზე გვექნება მსჯელობა და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას
- +

15 ივნისი. 2022. 00:00

"პირველ რიგში, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს წინასწარი კონსულტაციები გაევლო მმართველ პარტიასთან, ეს ერთი ჩვენ გვაქვს ბევრად დიდი გამოცდილება აქციებთან მიმართებით და ვიცით, როგორ არის უკეთ შესაძლებელი ადამიანების მობილიზება აქციის გარშემო," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ასეთ დროს, როდესაც პრაქტიკულად ორი დღით ადრე აანონსებ აქციას, არის მაღალი რისკი იმისა, რომ აქცია წარმატებით ვერ შედგეს. აქედან გამომდინარე კარგი იქნებოდა, წინასწარ გაევლო კონსულტაციები მმართველ პარტიასთან - ეს არ მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დეტალზე გვექნება მსჯელობა, აპრიორი წარუმატებელ აქციაში ჩვენთვის მონაწილეობა იქნება მიუღებელი, თუმცა ვნახოთ, ვიმსჯელებთ ყველაფერთან დაკავშირებით. ევროკავშირში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება არის ისეთი თემა, სადაც აქციას რომ აორგანიზებ, უნდა გქონდეს გარანტია, რომ შეიკრიბება მინიმუმ ასი ათასი ადამიანი და ორი დღით ადრე ამას როდესაც აკეთებ ყოველგვარი მომზადების გარეშე, ამის გარანტია, ბუნებრივია, ვერ გექნება. წარუმატებელი აქცია იქნება კონტრპროდუქტიული შედეგის მიღწევის თვალსაზრისით, ამიტომ ყველაფერზე გვექნება მსჯელობა და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს კობახიძე.

სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს, ხელისუფლებას, პოლიტიკურ წრეებსა და დიპლომატებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდაჭერისადმი ერთიანობის აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner