logo_geo
eng_logo
მურმან დუმბაძე: ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, უპირველესი ამოცანა ეს უნდა იყოს, ჩვენ უნდა გამოვიდეთ 20 ივნისს
- +

15 ივნისი. 2022. 00:06

„ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, უპირველესი ამოცანა ეს უნდა იყოს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ 20 ივნისს, უნდა მოვითხოვოთ, რომ შინ ევროპისაკენ, უნდა მოვითხოვოთ მეტი ევროპა საქართველოში, უნდა მოვითხოვოთ მეტი საქართველო მეტ ევროპაში. ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი, მაგრამ ამის მიღწევის უებარი წამალი არის ხელისუფლების ცვლილება“, - ამის შესახებ მურმან დუმბაძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ყველა უნდა გამოვიდეთ. ჩვენ გვაქვს შანსი, ქართველობას გვაქვს შანსი, რომ გამოვასწოროთ ეს 10 წლიანი ჩავარდნა და ისე გავიჭრათ წინ, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს ის, რაც გაბედა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ნელ-ნელა და ახლა უკვე ღიად“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner