logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: რუსეთიდან გასვლა ბიზნესისთვის არა მხოლოდ მორალურად სწორი, არამედ მომგებიანიცაა
- +

15 ივნისი. 2022. 13:14

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კომპანიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ბაზრის დატოვებისკენ.

 

„რუსეთიდან გასვლა ბიზნესისთვის არა მხოლოდ მორალურად სწორი, არამედ მომგებიანიცაა. იელის მენეჯმენტის სკოლის კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიები, რომლებიც რუსეთს ტოვებენ, უხვად ჯილდოვდებიან ბაზრების მიერ, ხოლო [რუსეთში] დარჩენილები ფინანსური და რეპუტაციული რისკების პირისპირ რჩებიან. გადით რუსეთიდან, იგრძენით თავი კარგად, მიიღეთ მოგება“, - აღნიშნავს კულება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner