logo_geo
eng_logo
არესტოვიჩი: ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე
- +

15 ივნისი. 2022. 13:37

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი პასუხისმგებელია დაღუპულ უკრაინელებზე, რადგან უკრაინას დაპირებულ მძიმე შეიარაღებას არ აძლევს.

 

გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში კითხვაზე, რას ეტყოდა ოლაფ შოლცს, თუ მას შეხვდებოდა, ალექსეი არესტოვიჩმა უპასუხა:

 

ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე. ბავშვები ყოველდღე იღუპებიან, ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ 100 ჯარისკაცს, რადგან თქვენ არ გვაძლევთ მძიმე შეიარაღებას. უკრაინის არმია ძლიერია, შეგვეძლო რუსების ჩვენი ქვეყნიდან განდევნა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იარაღი.

 

არესტოვიჩის თქმით, უკრაინას გერმანიისგან სჭირდება შორი მანძილის არტილერია, ზალპური ცეცხლის სისტემები, ტანკები და უპილოტო საფრენი აპარატები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner