logo_geo
eng_logo
გერმანიის ელჩი: ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ან ნების გამოხატვის მოწმე
- +

15 ივნისი. 2022. 13:38

 

 

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ 16 ივნისს ევროპის მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

 

„საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ან ნების გამოხატვის მოწმე“, - წერს ჰუბერტ ქნირში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner