logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ეკა გიგაური რასაც ამბობდა ახლა უარყოფს, იმიტომ რომ არ გამოუვიდა აზრის მომწიფება, თუმცა საზოგადოებას აბსოლუტურად ყველაფერი ახსოვს
- +

15 ივნისი. 2022. 14:56

 

 

„მედიასაშუალებები პირდაპირ ხსნიდნენ იმას, თუ როგორ შეეძლო საქართველოს სოხუმის და ცხინვალის აღება. ეს იყო მათი [რადიკალური ოპოზიციის] რიტორიკა, აზრის მომწიფების მცდელობა, რაც ჩაუვარდათ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„აქ მაქვს მე ყველა ის ციტატა, რომელიც უკავშირდება ომის პროპაგანდას, რადიკალური ოპოზიციის, ენჯეოების, მათი ტელევიზიების მხრიდან. არის დაახლოებით ათ გვერდზე გაწერილი მათი ეს განცხადებები. ერთ-ერთი არის ეკა გიგაურის განცხადება და მე წაგიკითხავთ ტექსტს და თავად შეგიძლიათ განსაჯოთ რას ამბობდა ის მაშინ და როგორ იხევს ახლა ის უკან. ეკა გიგაური: „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ჰყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ“, - ეს არის ციტატა. ახლა ამბობს, რომ სხვა რამეს ამბობდა. საზოგადოებას ახსოვს ყველაფერი, არ ავიწყდება არაფერი, მითუმეტეს რომ ვერ „ფეისბუქიდან“ და ვერც მედიასაშუალებებიდან ამ ყველაფერს ვერ წაშლი. ახლა ამას უარყოფს, საზოგადოება კი ხედავს რა იყო მისის განცხადებების შინაარსი - პირდაპირი აზრის მომწიფების მცდელობა იყო, რასაც ამბობდნენ გიგაური, უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ჭიაბერაშვილმა გააგრძელა ეს ყველაფერი და ა.შ მედიასაშუალებები პირდაპირ ხსნიდნენ იმას, თუ როგორ შეეძლო საქართველოს სოხუმის და ცხინვალის აღება. ეს იყო მათი რიტორიკა, აზრის მომწიფების მცდელობა, რაც ჩაუვარდათ. ახლა გასაგებია რომ გიგაური უკან იხევს, იმიტომ რომ არ გამოვიდა აზრის მომწიფება, თუმცა საზოგადოებას აბსოლუტურად ყველაფერი ახსოვს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner