საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ კამპანიაზე „YOUTH MATTERS“ - მონაწილეების მიღებას იწყებს!
YOUTH MATTERS / ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიაა ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშვნელობის პოპულარიზაციისა და მასში ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ.
ის მოიცავს საინფორმაციო ონლაინ კამპანიას, ახალგაზრდული პოლიტიკის კვირეულს, შეხვედრებს, სემინარებსა და სხვადასხვა აქტივობას, რომელიც ახალგაზრდული პოლიტიკის როლისა და მნიშვნელობის გააზრებას შეუწყობს ხელს.
მონაწილეების მიღება 25 ივნისამდე გააგრძელდება და მასში მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა რეგიონიდან ახალგაზრდებს, ახალგაზრდულ მუშაკებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ:
„კამპანიის განხორციელების პროცესში უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების ჩართულობა, მათი მოსაზრებების გაზიარება, ლოკალური აქტივობების დაგეგმვა და იდეების განხორციელება. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ შევქმნათ გრძელვადიანი ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი, რომელიც განგრძობითად გაუწევს პოპულარიზაციას ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშნვნელობას. სწორედ ამიტომ, თუ ხარ ახალგაზრდა, ახალგაზრდული მუშაკი, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი, გაინტერესებს ახალგაზრდული პოლიტიკა და გსურს გახადო ის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დღეს არის, შემოგვიერთდი და შეავსე განაცხადი 25 ივნისს, 23:00 საათამდე“, - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო წულაია.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3mIznQY
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3mzOc8A
„Youth Matters“ საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს ორგანიზებით და დანიის ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით მხარდაჭერით ხორციელდება.