logo_geo
eng_logo
2022 წელს ბათუმს ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე გლობალური სასტუმრო ბრენდი Courtyard by Marriott შეემატება
- +

15 ივნისი. 2022. 17:15

 

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად „Courtyard by Marriott“-ის ფინალური სამუშაო პროცესი დაათვალიერა.

 

2022 წელს ბათუმს ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე გლობალური სასტუმრო ბრენდი შეემატება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ოპერირების დაწყების შემდეგ, პროექტში შემავალი სასტუმრო და პრემიუმ კლასის აპარტამენტები 300-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს.

 

41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის „ალიანს პალასის“ მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დაიწყო. ამჟამად სასტუმრო გახსნისთვის ემზადება. დასრულდა როგორც სამშენებლო-სარემონტო, ასევე ინტერიერის აღჭურვის და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

 

სინქრონი: ჯაბა ფუტკარაძე  - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი; აკაკი სონგულია - ალიანს ჯგუფის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner