logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც საფრანგეთთან და აშშ-სთან შვილების გამო პოლიტიკურ ვალშია, რაც ფაქტებით დასტურდება
- +

15 ივნისი. 2022. 18:52

 

 

„ქალიშვილი ქეთევანი საეჭვოდ დააწინაურეს და ის თეთრ სახლსა და ვაშინგტონში კორესპონდენტად დანიშნეს. მისი ვაჟი თეიმურაზი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური მრჩეველია ამერიკისა და აზიის საკითხებში. ამგვარი დამთხვევები არ არსებობს“, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს და მისი შვილების კარიერულ წინსვლას შორის პარალელს ავლებს.

 

მისი თქმით, ფაქტია გუშინ პოლიტიკურ ვალში გაიქვითა საქართველოს ინტერესები!

 

„სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია რომელიც საფრანგეთთან და აშშ-სთან პოლიტიკურ ვალშია რაც ფაქტებით დასტურდება. კერძოდ, მისი ქალიშვილი ქეთევანი საეჭვოდ დააწინაურეს და ის თეთრ სახლსა და ვაშინგტონში კორესპონდენტად დანიშნეს. მისი ვაჟი თეიმურაზი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური მრჩეველია ამერიკისა და აზიის საკითხებში. ამგვარი დამთხვევები არ არსებობს. ვალი ვალია, გადახდა უნდა! ფაქტია გუშინ პოლიტიკურ ვალში გაიქვითა საქართველოს ინტერესები!“ - წერს მეგრელიშვილი ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner