საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პრემიერის მიერ გლდანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კობა კობალაძის წარდგენას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ კობალაძე სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ბიოგრაფია გააჩნია.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ამის შესახებ მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც წარდგენილებს შორის ბიოგრაფია გააჩნია, სამშობლოზე წარმოდგენა აქვს და ცხოვრებაც სხვისი მონათხრობიდან არ იცის, გენერალი კობა კობალაძეა. დანარჩენებმა, რაც არ უნდა საწყენი იყოს, სარკეში ჩაიხედონ და საკუთარ თავს მაინც უთხრან ალალად, რაში სჭირდებათ ყველაფერი ეს ან მათ, ან მათ წარმდგენებს.
ქვეყანას რომ ნამდვილად არ სჭირდება ეს, ვიცით",- აღნიშნავს დავით თევზაძე.