logo_geo
eng_logo
დავით თევზაძე: ერთადერთი ადამიანი, ვისაც წარდგენილებს შორის ბიოგრაფია გააჩნია, კობა კობალაძეა...
- +

17 აგვისტო. 2016. 12:17



საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პრემიერის მიერ გლდანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კობა კობალაძის წარდგენას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ კობალაძე სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ბიოგრაფია გააჩნია.




„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

 

ამის შესახებ მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც წარდგენილებს შორის ბიოგრაფია გააჩნია, სამშობლოზე წარმოდგენა აქვს და ცხოვრებაც სხვისი მონათხრობიდან არ იცის, გენერალი კობა კობალაძეა. დანარჩენებმა, რაც არ უნდა საწყენი იყოს, სარკეში ჩაიხედონ და საკუთარ თავს მაინც უთხრან ალალად, რაშიჭირდებათ ყველაფერი ეს ან მათ, ან მათ წარმდგენებს.

 

ქვეყანას რომ ნამდვილად არჭირდება ეს, ვიცით",- აღნიშნავს დავით თევზაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner