logo_geo
eng_logo
თბილისის მერიის ინფორმაციით, კოჯრის გზაზე დაზიანების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- +

15 ივნისი. 2022. 19:37

 

 

კოჯრის გზაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ, მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული ყველა სამსახური, რათა გადაუდებელი ზომები გატარდეს.

 

ამ ეტაპზე, აღნიშნულ მისამართზე სპეციალისტების მიერ კვლევა მიმდინარეობს, რომელთა დასკვნის საფუძველზე, ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდება.

 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner