თეთრი სახლი უკრაინისათვის მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების ახალ დახმარებას გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, შეიარაღების ახალი პაკეტი შეიცავს ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას, საარტილერიო რაკეტებსა და ჰაუბიცის ჭურვებს.