სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა უწყების თანამშრომელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი მიულოცა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა სასჯელაღსრულების სისტემაში ქალბატონების როლზე და მათ მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა. მისი თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ერთი დიდი ოჯახია, სადაც თანამშრომლობა და ურთიერთობები პატივისცემას ეფუძნება. ეს კი, საბოლოო ჯამში უწყების ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს.
„მინდა, ყველა ქალბატონს მივულოცო 8 მარტი, განსაკუთრებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს. მინდა, მათ ბედნიერება და წარმატებები ვუსურვო, ასევე, მადლობა ვუთხრა გაწეული შრომისა და დღევანდელ ღონისძებაზე მობრძანებისთვის", - განაცხადა კახა კახიშვილმა და ქალთა საერთაშორისო დღე მსჯავრდებულ ქალბატონებსაც მიულოცა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სამინისტროს 119 თანამშრომელ ქალბატონს მადლობა გამოუცხადა, მათგან 50-ს კი, მადლობის სიგელები პირადად გადასცა.
თავის მხრივ, ღონისძიების მონაწილე ქალბატონებმა მინისტრს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ მსგავსი სახით მათი შრომის დაფასება დამატებითი სტიმული და ამავე დროს პასუხისმგებლობაა, საუკეთესოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა.