logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ის 10 წელი, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, ფუნდამენტური რეფორმები გატარდა, ურთულეს გზაზე ვიარეთ იმისთვის, რომ ეტაპობრივი წარმატებები გვქონოდა და მოველით სამართლიან გადაწყვეტილებას
- +

16 ივნისი. 2022. 00:08

 

 

“რა თქმა უნდა, ეს რეზოლუცია არ არის გადაწყვეტილება, მაგრამ მგონია, რომ ის სწორედ იმისთვის შემუშავდა და გამოქვეყნდა, რომ უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა,”- ამის შესახებ საქარ​თველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავრობამ მართლა დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ შედეგი დადგეს კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით.

 

„რაკი ეს დღეები ისეთია, რომ ყველა იმას იძახის, რისიც სჯერა, მათ შორის ნახევარსაათიან ბრიფინგზე, ალბათ, მეც მაქვს უფლება, ვთქვა რისიც მჯერა. მე მჯერა, რომ ეს გაკეთებული იყო გარკვეული დესტრუქციული შინაური და გარე ძალების მიერ, იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს იქონიებს თუ არა გავლენას, ამას დავინახავთ რამდენიმე დღეში, მაგრამ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მართლაც სიმშვიდის დროა და ამ მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ შედეგი დადგეს. ის 10 წელი, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, ფუნდამენტური რეფორმები გატარდა და ნაბიჯ-ნაბიჯ ურთულეს გზაზე ვიარეთ იმისთვის, რომ ეტაპობრივი წარმატებები გვქონოდა და მოველით სამართლიან გადაწყვეტილებას. საქართველო მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის. დღეს თითქოს, კულუარებში ისმის, რას ნიშნავს სიტყვა გეკუთვნითო? აი, ასე - ჩვენ გვეკუთვნის და გვეკუთვნის ბევრი რამის გამო. ჩვენი უფლებაა ეს ვთქვათ ხმამაღლა და არა მარტო იმიტომ გვეკუთნის, საიდანაც მოვდივართ, არამედ იმიტომაც გვეკუთვნის, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში გაკეთდა. ჩვენ გვაქვს თვისობრივად სრულიად სხვაგვარი სამართლებრივი სახელმწიფო, ვიდრე 10 წლის წინ გვქონდა და მომდევნო 10 წლის თავზე გვექნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე დღეს გვაქვს. ეს არის სწორედ ის დინამიკა, რაც უნდა არსებობდეს ქვეყანაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner