საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტს სკანდინავიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე აფასებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„ძალიან პოზიტიური ვიზიტი აქვს სკანდინავიაში, ევროპაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ჩვენს საპარლამენტო დელეგაციას. ჩვენი პოლიტიკური გუნდის “ქართული ოცნების” მუშაობა და პარლამენტის თავმჯდომარის ეს ვიზიტი აჩვენებს განსხვავებას, თუ როგორ უნდა მოიქცე და რა შეგიძლია გააკეთო შენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.“, - წერს თალაკვაძე.