logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს
- +

16 ივნისი. 2022. 12:33

 

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს, დირექტორის მოადგილეს, ჰასან კლეიბს და განვითარებული და გარდამავალი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორს, ჰაბიპ ასანს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობის ის მიმართულებები განიხილეს, როგორიცაა საავტორო და მასთან დაკავშირებული უფლებების დაცვა, ასევე, ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტები საავტორო უფლებების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

 

„თავის მხრივ, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარების სფეროში ექსპერტული მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner