logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: უახლოეს პერიოდში დავით არახამიას თანამებრძოლებთან ერთად ბევრ უმწვავეს შეკითხვაზე მოუწევს პასუხების გაცემა, მათ შორის, ფრონტის ხაზებზე არმისულ დასავლურ შეიარაღებაზე
- +

16 ივნისი. 2022. 12:39

 

 

„თითქოს რუსული კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს, ამისთვის კი ქართულ სუბიექტებს იყენებენ. ეს მეტყველებს მათი ვერაგი ჭორიკნობის მაღალ შკალაზე. არსებობის შემთხვევაში, მსოფლიოს უძლიერესი სპეცსამსახურები (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვანი) დიდი ხნის წინ აღმოაჩენდნენ საქართველოსა და რუსეთის უკანონო ბიზნეს-კავშირებს და რეაქციაც არ დააყოვნებდა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე დავით არახამიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.

 

„სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს ნებისმიერი ეპოქაში ჰყავდა მოღალატე შვილები - ფეოდალები, პოლიტიკური სუბიექტები თუ სამხედრო ჩინოსნები. ამჟამად ერთ-ერთ ასეთს წარმოადგენს დავით არახამია, რომელიც ზოგიერთ თანაგუნდელთან ერთად ებრძვის ჩვენს ქვეყანას უტიფარი ცილისწამებით. კოლექტიურმა არახამიებმა, არესტოვიჩებმა და პოდოლიაკებმა ვერცერთი მტკიცებულება წარმოადგინეს (რაც არ არსებობს), რომ თითქოს რუსული კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს, ამისთვის კი ქართულ სუბიექტებს იყენებენ. ეს მეტყველებს მათი ვერაგი ჭორიკნობის მაღალ შკალაზე. არსებობის შემთხვევაში, მსოფლიოს უძლიერესი სპეცსამსახურები (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვანი) დიდი ხნის წინ აღმოაჩენდნენ საქართველოსა და რუსეთის უკანონო ბიზნეს-კავშირებს და რეაქციაც არ დააყოვნებდა. უახლოეს პერიოდში, DJ David Braun-ს (დავით არახამიას ზედმეტსახელი) თანამებრძოლებთან ერთად ბევრ უმწვავეს შეკითხვაზე მოუწევს პასუხების გაცემა. მათ შორის ფრონტის ხაზებზე არმისულ დასავლურ შეიარაღებაზე“, - წერს გია აბაშიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner