საკრებულოს შუალედური არჩევნები შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 8 ოქტომბერს გაიმართოს. აღნიშნულს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის მიზნით ხსნიან, თუმცა, აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ამ თემაზე ცესკო იმსჯელებს.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შეეცდება, მაქსიმალურად, ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის გამო, შუალედური არჩევნები დაემთხვეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებს, თუმცა, ეს არ არის ჯერჯერობით გადაწყვეტილი. შუალედური არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ცესკო იმსჯელებს ამ საკითხზე", - განუცხადა ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
თბილისის საკრებულოს დეპუტატები ბექა ნაცვლიშვილი და ირაკლი აბუსერიძე პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ისნის რაიონის საარჩევნო ოლქებში წარად