logo_geo
eng_logo
ზუგდიდსა და ხობში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

16 ივნისი. 2022. 12:51

 

 

გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში. კონკრეტულად კი უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებს (ხეთა, პირველი მაისი, საჯიჯაო) პრობლემები შეუქმნა.

 

ადიდებულმა მდინარე ჯუმმა სოფელ დიდინეძში ორი საავტომობილო ხიდი დააზიანა. რამდენიმე ადგილას გარღვეულია ნაპირსამაგრები, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი. მთელი ღამის განმავლობაში   პრობლემურ ადგილებში შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები მუშაობდნენ, ამჟამად კი გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

 

ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან და ზუგდიდის მერთან ერთად გაეცნო. გიორგი გუგუჩიას განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მიყენებულ ზარალს კი შესაბამისი კომისიები დაითვლიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner