logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: თავის მართლების ამგვარი უსუსური მცდელობით, МГИМО-ელი ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება
- +

16 ივნისი. 2022. 13:51

 

 

„სხვათა შორის, რუსულ თეატრალურ დასებს, სახელოვნებო ჯგუფებს და სპორტსმენებს მასობრივად აეკრძალათ დასავლეთში გასტროლები/ასპარეზი. ამ განცხადებით რისი თქმა უნდა „პროდასავლელ„ ელენე ხოშტარიას, ამ ეტაპზე უნდა მიეცეს რუსულ ხელოვნებას საერთაშორისო ლეგიტიმაცია?“ - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე ელენე ხოშტარიას ფეისბუკ სტატუსს, რითაც მის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

 

„თავის მართლების ამგვარი უსუსური მცდელობით, МГИМО-ელი ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს არის ФСБ-ს აპრობირებული მეთოდი - კულტურის ანდა ბიზნესსფეროდან აგენტურის დაფინანსება. როგორ გგონიათ, აწ გარდაცვლილი სცენოგრაფისა და თეატრალური მხატვრის, სოლიკო ვირსალაძის სპექტაკლები ახლაც ამდენ ჰონორარებს გამოიმუშავებენ, რომ ხოშტარიებისთვისაც მილიონები ჩარიცხონ, ბათუმში ბინა აყიდინონ? სხვათა შორის, რუსულ თეატრალურ დასებს, სახელოვნებო ჯგუფებს და სპორტსმენებს მასობრივად აეკრძალათ დასავლეთში გასტროლები/ასპარეზი. ამ განცხადებით რისი თქმა უნდა „პროდასავლელ“ ელენე ხოშტარიას, ამ ეტაპზე უნდა მიეცეს რუსულ ხელოვნებას საერთაშორისო ლეგიტიმაცია?“ - წერს გია აბაშიძე ფეისბუკზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner