საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
ბატონო ირაკლი,
ა.წ. 2 ივნისს, „პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაცია „საქართველო მშვიდობისა და მეგობრობის ხიდის“ წერილი N16-1, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგისტრაციაში გატარდა მ.წ. 3 ივნისს, N17 511.
საკითხი ეხება, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ მოწონებულ, ქვეყნისთვის საჭიროდ მიჩნეულ და კურთხეულ, - აგრეთვე, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის მიერ, მხარდაჭერა აღთქმული „არგენტინის სახლი საქართველოში“ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის - „პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაცია „საქართველო მშვიდობისა და მეგობრობის ხიდის“ საერთაშორისო კონგრესზე წარდგენას, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის, „მერკოსურის“ კავშირის: არგენტინის, ბრაზილიის, პარაგვაისა და ურუგვაის ქვეყნებს შორის, კულტურული, სპორტული, ტურისტული და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და ამ კონგრესზე, თქვენთან ერთად, საქართველოს მთავრობის წევრების დასწრებას.
აღნიშნული კონგრესის შესახებ ჩვენს მიერ ეცნობათ სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებს, საიდანაც ველოდებით მათ ჩამოსვლას საქართველოში!!
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საქმის წარმოების სამსახურიდან შევიტყვეთ, ზემოთ აღნიშნული „პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაცია „საქართველო მშვიდობისა და მეგობრობის ხიდის“ ა.წ. N16-1 წერილი (რეგისტრაციის N17 511) დღემდე, გაჩერებულია ქ-ნ ბაია თოლორდავასთან, რაც აფერხებს კონგრესთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაჭრას!
კონგრესის გამართვის დღეებია ა.წ. 10 - 11-12 ივლისი.
შეგახსენებთ, რომ კონგრესი, 2021 წლის, 22-24 ნოემბერს უნდა გამართულიყო საქართველოში, რომელზეც 2021 წლის 10 ნოემბერს, „პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ N13 / ს.კ. წერილით გაცნობეთ (რეგისტრაციის N39314; 11/11/2021).
აღნიშნულ კონგრესზე, პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბ-ნ მარიო აბდო ბენიტესის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მინისტრი - სახელმწიფო ცერემონიალების მთავარი სამმართველოს გენერალური დირექტორი, ხულიო სესარ ეჩაგუე მარტინესი ჩამოდიოდა საქართველოში. მას ავია ბილეთებიც ჰქონდა შეძენილი, მაგრამ საქართველოში გამოფრენის წინ, სამედიცინო შემოწმება რომ გაიარა, მას აუკრძალეს მგზავრობა. ამის გამო, კონგრესის ჩატარების ვადები გადაიდო 2022 წლისთვის.
ბატონო პრემიერ მინისტრო,
ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად და კონგრესის ღონისძიებების ორგანიზებულად ჩატარებისა და აგრეთვე, სამთავრობო სტრუქტურებში სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლების მიღების უზრუნველსაყოფად, გთხოვთ მოავლინოთ მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
პატივისცემით,
„პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაცია
„საქართველო მშვიდობისა და
მეგობრობის ხიდი“-ს
თავმჯდომარე, ნიკოლოზ პატარქალიშვილი