„აღმოსავლეთ ევროპაში ბიუროკრატები, რომლებსაც „МГИМО“-ს დიპლომები ჰქონდათ, ყველა გაათავისუფლეს თანამდებობებიდან, აუკრძალეს პოლიტიკაში მონაწილეობა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა. კარგი იქნება საქართველოს პარლამენტიც თუ მიიღებს ასეთ დადგენილებას“, - წერს სოციალურ ქსელში გერმანიაში მოღვაწე ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, МГИМО, სადაც ხოშტარია სწავლობდა, კგბ-ს დახურული სასწავლებელია, სადაც მხოლოდ სპეციალური რეკომენდაციებით იღებენ სტუდენტებს.
„МГИМО“, სადაც ხოშტარია სწავლობდა, არ არის ჩვეულებრივი უნივერსიტეტი, რომელშიც აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებით ხვდებიან. კგბ-ს დახურული სასწავლებელია, სადაც მხოლოდ სპეციალური რეკომენდაციებით იღებენ სტუდენტებს. საინტერესოა ვინ იყო ხოშტარიას რეკომენდატორი? ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე ის ფაქტი, რომ დღემდე მოსკოვიდან იღებს ფულს. ხოშტარია ცრუობს როდესაც ამბობს, თითქოს ედავებიან რომ რუსეთში სწავლობდა. რუსეთში უამრავი უნივერსიტეტია და МГИМО არის ერთი. რამდენადაც ვიცი, აღმოსავლეთ ევროპაში ბიუროკრატები, რომლებსაც МГИМО-ს დიპლომები ჰქონდათ, ყველა გაათავისუფლეს თანამდებობებიდან, აუკრძალეს პოლიტიკაში მონაწილეობა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა. კარგი იქნება საქართველოს პარლამენტიც თუ მიიღებს ასეთ დადგენილებას“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი ფეისბუკზე.