logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი თინა ხიდაშელზე: საყვარელი...
- +

17 აგვისტო. 2016. 12:55



„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს მიმართავს.



„რესპუბლიკელებმა" საგარეჯოს შესწირეს .. სახე. ჩამოიხიეს ნიღაბი. მხოლოდ 7 თვით „გაისწორეს" და რა? მთავრობის სხდომებზე ფეხების ბაკუნითა და შანტაჟით დაკავებული „რესპუბლიკელი" მინისტრები დღეს აღარ არიან მინისტრები. ერთი ცალი გაოცნებისფერდა. (ყოჩაღ. კიდევ ბევრი ხე-ტყეა გასაყიდი და გასაჩეხი). დანარჩენებმა ხელისუფლებაზე ისე „აკრიფეს", თითქოს 4 წელი მე ვიყავი ამ ხელისუფლების „დირექტორი". საგარეჯოს დააკვდა მთელი რესპუბლიკური „თანავარსკვლავედი" და ახლა ისე მოკურცხლეს საგარეჯოდან, ხალხისთვის ერთი „ნახვამდის" არავის უთქვამს.

 

დედულეთში ივანიშვილის სახელით მოგებული საგარეჯო მამულეთით - ზესტაფონით შეცვალა, საყვარელი...  მაგრამ იქ არც ივანიშვილია უკვე და აღარც ჯარი. ხელი არავინ შეუშალოთ, მოგებაში მოქმედმა დეპუტატმაც საბურთალოსკენ იქცია პირი, საგარეჯო არც ერთს ენანება და არც მეორეს. არც ვალდებულება აქვთ და არც პასუხისმგებლობა. ესაა მაგალითი, როგორ დაიკიდებენ მერე ზესტაფონს და საბურთალოს... დათუნა კომუნისტინი საერთოდ აღმოჩენაა, რომელიც წარა-მარა „სამშობლოს" ახსენებს. ლევანიკო გაქრა? თუ ჩემი ბოღმისგან გასკდა? ეჰ, სამშობლო ამ ხალხისთვის სკამია. სამშობლოს კი არა, დედას გაყიდიან ამ სკამისთვის.

 

P.S. თამუნა და თინიკო, ხომ ხართ მაგრები, დაბრუნდით საგარეჯოში. მოიგეთ ჯარის, იორმუღანლოს და ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე, არ გინდათ?!"- მიმართავს ირმა ინაშვილი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner