logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: დღეს საქართველოს ევროპულო სტანდარტების შესაბამისად მართული პენიტენციური დაწესებულებები აქვს
- +

16 ივნისი. 2022. 16:40

 

 

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.

 

ჩიხელიძის თქმით, ანგარიში ადასტურებს იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დაწესებული:

 

„გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში, რომელიც პირველ რიგში საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას შეეხება, რომელიც 2012 წლამდე არსებული მდგომარეობისგან რადიკალურად განსხვავდება. ანგარიშში ნათქვამია რომ:

 

დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე

 

სწრაფად და ადვილად ხელმისაწვდომია გადამდებ დაავადებათა კონსულტაცია და მკურნალობა

 

მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს მიერ პენიტენციურ სისტემაში COVID-ის მართვის პრაქტიკამ, რის შედეგადაც, პანდემიის მიუხედავად, შესაძლებელი იყო პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება.

 

CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისგან.

 

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს პატიმართა უფლებების ქვეყნის შიგნით დაცვის მაღალ სტანდარტს.

 

ზემოთ თქმული, ადასტურებს იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დაწესებული, სწორედ ეს არის ევროპული ღირებულებები, როდესაც ადამიანი უფლებები ზედმიწევნით არის დაცული. საზოგადოებას კარგად ახსოვს „ნაცების“ მმართველობა, როდესაც ციხე წამების ადგილად იქცა, იქ მოხვედრა კი ჯოჯოხეთს ნიშნავდა. დღეს საქართველოს ევროპული სტანდარტების შესაბამისად მართული პენიტენციური დაწესებულებები აქვს!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner