დღეს წალკაში TOK TV -ის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია გაიმართა , ღონისძიებას საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი დაესწრო , რომელმაც მედიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მიუკერძოებელი მედიაა განვითარების წინაპირობაა.
„მოხარული ვარ, რომ აქ პირველი ადგილობრივი სატელევიზიო მაუწყებელი დაფუძნდა. მიუკერძოებელი მედიის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირების, დემოკრატიის განვითარების, მოქალაქეთა ჩართულობის საკითხების გადაწყვეტისთვის . ვულოცავ ყველა ჩართულ თუ დაინტერესებულ მხარეს და თავად დამფუძნებლებს, ვუსურვებ დიდ წარმატებებს!“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.