logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა ელენე ხოშტარიაზე: ჯერ საბჭოთა და მერე რუსეთის უშიშროების სამჭედლოშია გაზრდილი - ვირსალაძეზე ზღაპრები სამადაშვილს მოუყვეს
- +

16 ივნისი. 2022. 20:47

"5 წელია ვიძახი, რომ ხოშტარია არის ჯერ საბჭოთა და მერე რუსეთის უშიშროების სამჭედლოში გაზრდილი," - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

სიმართლეს ვერსად გაექცევა. ზღაპრები, ვირსალაძის შესახებ, სამადაშვილის მოუყვეს, ისიც არ დაუჯერებს, მაგრამ დღეს ერთმანეთს სჭირდებიან, ამიტომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. მე ვირსალაძის სხვა შვილიშვილები ვიცი, მაგრამ ათასობით დოლარს უგზავნიდნენ რუსეთის ბიუჯეტიდან ასეთი რამ არ გამიგია“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა

right_banner right_banner
არქივი
right_banner