logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი ელენე ხოშტარიაზე: ის საკუთარი აგენტურული საქმიანობისთვის პირდაპირ რუბლებში იღებს ხელფასს
- +

16 ივნისი. 2022. 20:49

 

"ის საკუთარი აგენტურული საქმიანობისთვის პირდაპირ რუბლებში იღებს ხელფასს," - ამის შესახებ „აი იას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.

ვინც ყველაზე მეტად ყვირის, ყველაზე ხმამაღლა გამოთქვამს ე.წ. ანტისაოკუპაციო, ანტირუსულ ლოზუნგებს, თავად ემსახურება რუსულ ინტერესებსა და ის აკეთებს სწორედ რუსულ საქმეს“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.

დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner